ლაშა ფარულავა – ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, ცხადია, ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ის ძირითადი გზავნილები, რომელიც მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან

ახლა, სალომე ზურაბიშვილის ჯერი დადგა და ბიძინა ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, ცხადია, ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ის ძირითადი გზავნილები, რომელიც მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ, პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა,
ლაშა ფარულავას განცხადებით, წყვეტს ყველა პოლიტიკურ საკითხს ქვეყანაში.
„2013 წლის 8 თებერვალს, მან პრეზიდენტ სააკაშვილს არ მისცა უფლება, წარედგინა თავისი წლიური ანგარიში და საზოგადოებისთვის გაეცნო. როდესაც მარგველაშვილი გახდა ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემა, არ აძლევდა მარგველაშვილს თავისი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას, მათ შორის პარლამენტში.
ახლა, სალომე ზურაბიშვილის ჯერი დადგა და, როგორც ბიძინა ივანიშვილის მორჩილი უმრავლესობა, ცხადია ხელს შეუშლის სალომე ზურაბიშვილს, რომ არ მოისმინოს საზოგადოებამ ის ძირითადი გზავნილები, რომელიც მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.
ქართველი ხალხის მთავარი ამოცანა არის, საქართველო იხილოს ევროკავშირში, პროდასავლური ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ შემდგომი ნაბიჯები გადადგას წევრობისკენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილი იმიტომ შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუშალოს, თუმცა ეს მას არ გამოუვა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია