ლაშა ფარულავა – გამოვიდეს მამუკა მდინარაძე და ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რა ხდება მის უწყებაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მ უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეს თუ კლავდნენ“.
„88 დღე გავიდა საგარეჯოს ინციდენტიდან და დღემდე ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, თორნიკე რიჟვაძეს კლავდნენ თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. მოტივთან დაკავშირებით უფრო მეტი გვითხრა ლევან ხაბეიშვილმა, ვიდრე გამოძიებამ. მეტიც, გუშინ იგივე ფორმით მოკლული იპოვეს აჭარის სუს-ის თანამშრომელი ჩაქვში, მასაც ჰქონდა წერილი. ჩნდება კითხვა-მამუკა მდინარაძე რა მიზნით დაინიშნა სუს-ის უფროსად?ეს უკავშირდება შიდა გარჩევებს? შიდა დაპირისპირებას? გამოვიდეს მამუკა მდინარაძე და ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რა ხდება მის უწყებაში, რა გარემოებებში მოხდა, რომ ჩაქვში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლული იპოვეს. ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცეს, მათ შორის თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით გასცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამაზე საუბრობდა და ახლა ვსვამთ ამ შეკითხვებს ჩვენ. შეწყვიტოს ტაილანდზე ლაპარაკი და გვითხრას, მიიყვანეს თვითმკვლელობამდე თორნიკე რიჟვაძე თუ კლავდნენ, რა იყო ამ ყველაფრის მოტივი? არის თუ არა ეს შიდა დაპირისპირება? თუ ის ამ შეკითხვებს პასუხს არ გასცემს, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი აიღებს ძალაუფლებას ხელში და დანაშაულის დაფარვისთვის ის აგებს პასუხს. ეს დღე ძალიან მალე დადგება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი – გამოჟონვის კვალი შესაძლოა ნებისმიერ დროს იყოს, მათ შორის წელსაც – მივიღეთ ზომები, რომ ჩარჩო-ფორმაში არასწორად მოთავსებული ბიულეტენის შემთხვევაშიც, არ იყოს სივრცე, რომ კვალის იდენტიფიცირება მოხდეს