ლაშა ფარულავა – არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ს არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ

არ მაქვს მოლოდინი, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, ს არჩევნებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოვლენები როგორც არის, რეალურად შეაფასოს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
მისივე განცხადებით, „საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“.
„ის ადამიანები, რომლებიც თავისივე ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდნენ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მათ რაიმე პერსპექტივა ჰქონდეთ. ეს არის მთავარი ინდიკაცია იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა მხარდამჭერმა სწორი არჩევანი გააკეთოს და მოვლენები როგორც არის, რეალურად შეაფასოს. რეალურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციური ძალაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ლიდერი, ანტიპუტინისტური მოძრაობის რეგიონული ლიდერი ამ რეჟიმის ტყვეა და საჭიროა ისეთი მოქმედებების დაწყება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა