ლაშა ფარულავამ, პარტიის ლიდერებთან ერთად, პროდუქტებზე გაზრდილი ფასების საპროტესტოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანა

მაღაზიაში ცეცხლის ფასი უკიდია საკვებ პროდუქტებს! ჩვენ მოვიტანეთ გაძვირებული პროდუქტების ქვითრები, რათა შევახსენოთ მთავრობას, რომ უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს, რომელსაც მძიმე რეალობაში ცხოვრება უწევს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ მთავრობის ადმინისტრაციაში წერილის შეტანის შემდეგ განაცხადა.
მან სურსათის ფასების ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უნდა დასრულდეს.
„ივანიშვილის პარტია და მთავრობა მოწყვეტილია ქართველ ხალხს, არ აინტერესებს ქართველი ხალხის მთავარი პრობლემა – მაღალი ფასები და ინფლაცია. მაღაზიაში ცეცხლის ფასი უკიდია საკვებ პროდუქტებს! ჩვენ მოვიტანეთ ქვითრები, რათა შევახსენოთ მთავრობას, რომ უნდა ემსახურონ ქართველ ხალხს, რომელსაც მძიმე რეალობაში ცხოვრება უწევს. ისინი კი ს გამდიდრებაზე ზრუნავენ და ეს უნდა დავასრულოთ!“ – განაცხადა ლაშა ფარულავამ.