ლაშა ტყეშელაძე: 30 ნოემბერს აქციაზე დილით ახალგაზრდა ბიჭი რობოკოპებმა დააკავეს. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ეტაპად

„30 ნოემბერს აქციაზე დილით ახალგაზრდა ბიჭი რობოკოპებმა დააკავეს. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ეტაპად:
1. დაკავებისას შეათრიეს და გაატარეს „კორიდორში“, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
2. შემდეგ ძალის გამოყენებით ჩასვეს მინივენში და მას გაუსწორდნენ ფიზიკურად რაც უტოლდება წამებას.
მინივენით გადაიყვანეს -ს შენობაში, კახეთის გზატკეცილზე, და გადასცეს პატრულს. პატრულმა გადაიყვანა მარნეულის იზოლატორში, თუმცა მარნეულის იზოლატორმა აღნიშნული პიროვნება არ მიიღო და კლინიკაში გადაიყვანეს იმ დაზიანებების შედეგად, რაც რობოკოპებმა მიაყენეს მას. კლინიკაში ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, შემდეგ კი გამოწერეს. გამოწერის შემდეგ მას ჰქონდა წოლითი რეჟიმი, თუმცა ამის მიუხედავად, მას ურეკავდნენ (შსს-დან)
ხვალ 20 იანვარს 15:00 საათზე კლანის სასამართლო აპირებს რომ ირაკლი გაასამართლოს!!!
დღემდე ერთი კრიმინალი პოლიციელიც არ არის დასჯილი!!!“ — წერს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში