ლაშა ტყეშელაძე – რომელმა მოსამართლემაც გამოსცა ს დაკავებაზე განჩინება, იგივე მოსამართლე მსჯელობს აღკვეთ ღონისძიებაზე – ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა

რომელმა მოსამართლემაც გამოსცა ს დაკავებაზე განჩინება, იგივე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, აღკვეთ ღონისძიებაზე. ეს არის პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ იურისტი ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აღნიშნული ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევაა.
„რომელმა მოსამართლემაც გამოსცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება, იგივე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, აღკვეთ ღონისძიებაზე. ეს არის პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ევრო სასამართლოს პრაქტიკით, აღნიშნული არის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს სამართლიან სასამართლოს.” – წერს ლაშა ტყეშელიაძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ცნობით, ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.