ლაშა ტყეშელაძე – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი – გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი – დღემდე არცერთის ვინაობა არ არის დადგენილი და გამოძიებაც ყველაზე მსუბუქი მუხლით არის დაწყებული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.
ტყეშელაძის განმარტებით, ძალიან დიდი ეჭვია, რომ თავდამსხმელები გდდ-ს თანამშრომლები არიან, „რადგან სწორედ იმ მხრიდან ამოვიდნენ და ჩავიდნენ“.
„ჩვენ ვნახეთ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თავს დაესხა წინასწარ ორგანიზებული ბანდიტური ჯგუფი სხვადასხვა ცივი იარაღით – შუბები, ქვები და ა.შ. რადგან უამრავი კამერაა, რა უნდა დადგენას – თუნდაც ერთი ადამიანის. დღემდე არცერთის ვინაობა არ არის დადგენილი და გამოძიებაც დაწყებულია ყველაზე მსუბუქი მუხლით, როდესაც გამოძიება უნდა დაიწყოს ბანდიტური, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმით, რადგან ეს ჯგუფი არის წინასწარი შექმნილი. ეს ადამიანები აუცილებლად უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე და ძალიან დიდი ეჭვია, რომ ესენი გდდ-ს თანამშრომლები არიან, რადგან სწორედ იმ მხრიდან ამოვიდნენ და ჩავიდნენ. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ გამოძიებამ დაადგინოს რამე, რადგან თვითონ არიან ორგანიზატორები და შემსრულებლები“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება