ლაშა ტუღუში – დეზინტეგრაცია ხდება ევროკავშირთან და არა ინტეგრაცია

„ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარის ლაშა ტუღუშის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლაში ისმოდა ოპტიმიზმი დასავლეთთან ინტეგრაციის შესახებ, თუმცა მისი თქმით, რეალობა ამ ოპტიმიზმისგან მკვეთრად განსხვავდება.
როგორც ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ევროპასთან ინტეგრაცია შეჩერებულია და აღნიშნა, რომ დეზინტეგრაცია ხდება ევროკავშირთან და არა ინტეგრაცია.
„საკმაოდ ხანგრძლივი გამოსვლა ჰქონდა ს. მსგავსი არაერთი გამოსვლა გვინახავს პარლამენტში. კობახიძის გამოსვლაში ყურში რაც მომხვდა იყო ოპტიმიზმი დასავლეთთან ინტეგრაციის. ჩემი აზრით, რეალობას აბსოლუტურად აცდენილია, რადგან ეს პოლიტიკა თუ გაგრძელდა, დიდი აბსურდია 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, რაღაც მიღწევები გვქონდეს ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებით.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას დღეს, გუშინ იყო მნიშვნელოვანი თარიღი, მოლდოვას და ს კარი გაუღეს. ისინი გეგმით მიდიან, ჩვენ კი უკან მივდივართ.
რაც შეეხება ასოცირებას, არ ვიცი მ ეს რატომ ახსენა. პროცესი საერთოდ გაჩერებულია. ჯერ ხომ ჩვენ ვუთხარით თავი დაგვანებონ და იმათაც გვითხრეს. არაფერი ხდება, არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს ასოცირებასთან დაკავშირებით. ყველაფერი საპირისპირო ხდება, რაც არის ევროპული ინტეგრაცია. დეზინტეგრაცია ხდება ევროკავშირთან და არა ინტეგრაცია“,- განაცხადა ტუღუშმა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ დასავლეთს მოძალადედ წარმოაჩენს, მაშინ როცა „სწორედ მათ გვასწავლეს, რა არის დემოკრატია“.
მისი თქმით, ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგი კი არა, ათობით ათასი ნორმის მიღებას და სისტემური რეფორმების გატარებას გულისხმობს.
ტუღუში ხაზს უსვამს, რომ წლების განმავლობაში თავად ხელისუფლება ეხვეწებოდა პარტნიორებს დახმარებას, რათა დემოკრატიული სტანდარტები ქვეყნისთვის გასაგები და მისაღები გამხდარიყო.
„განსაკუთრებით სავალალოა, როდესაც დასავლეთს მოძალადედ წარმოაჩენენ. ვითარების პარადოქსული ახსნა არსებობს – რას ნიშნავს ევროპული ინტეგრაცია? ეს არის დაახლოებით 100 ათასი ნორმატიული აქტის მიღება, იმისათვის რომ ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს. ამდენი წლის განმავლობაში უცხოელებს ეხვეწებოდი დაგხმარებოდნენ, რადგან არ იცი დემოკრატია რა არის. რითაც დღეს ვტრაბახობთ ეს ხომ დასავლეთიდან გადმოტანილი სისტემებია, გვასწავლეს, დაგვეხმარნენ, ფული დახარჯეს, მხარში დაგვიდგნენ. იმიტომ არიან აქტიურები შენ დახმარებაში, რომ შენ თქვი მინდა, სისტემის ნაწილი გავხდეო“,- განაცხადა ტუღუშმა.