ლაშა ტალახაძე „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს – თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ნაძვის ხეს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აენთება ნაძვის ხე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლაშა ტალახაძემ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფთან განცხადება გააკეთა.
ტალახაძემ მიმართა ჟურნალისტს და უთხრა, რომ სწორედ ისინი არიან, ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვებს ნაძვის ხე წაართვეს.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ნაძვის ხეს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აენთება ნაძვის ხე“,- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე – მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი – აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ეფექტურმა და კოორდინირებულმა ევროპულმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა, უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესისთვის მიგვეღწია