ლაშა რიჟამაძე: ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უწყებას შეუძლია ყველა სადისტრიბუციო, თუ ადგილობრივი მწარმოებლიდან ამოიღოს ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი

“დისტრიბუტორებს რაც შეეხება, დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი იძულებულია დათანხმდეს ქსელური მარკეტის მიერ დაყენებულ პირობებს: ე.წ. ქეშბექი, შესვლის გადასახადი, თაროს გადასახადი და ასე შემდეგ, რომლის გაღებაც უწევს და ისახება ფასში. დოკუმენტურად შესაძლოა ჩანდეს, რომ ფასნამატია მწარმოებლის, რეალურად იმ ფასნამატიდან ისევ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტთან ხდება თანხის მობილიზება… ჩვენ ერთ-ერთ ნაწილად ვხედავთ მინიმუმ თუ გაიაფება არა, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას… ყველა სექტორისთვის ცოტა ბუნდოვანი იყო სამართალდამცავი ორგანოების შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თანამშრომლობენ აქტიურად კონკურენციის სააგენტოსთან და უახლოეს გასულ პერიოდში მიაწოდეს გარკვეული ინფორმაცია, დღესაც მზად არიან ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლონ. კარგი იქნებოდა ინფორმირებულები ყოფილიყვნენ იმ სახით, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოახდენდნენ ამოღებას და მოულოდნელი არ იქნებოდა. სხვა მხრივ, პრობლემა არ არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უწყებას შეუძლია ყველა სადისტრიბუციო, თუ ადგილობრივი მწარმოებლიდან ამოიღოს ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი“ – ამბობს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა რიჟამაძე კანცელარიაში კობახიძესთან შეხვედრის წინ.
🔴 დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
🔴 გუშინ, 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციის ამოსაღებად რამდენიმე ქსელურ მარკეტში შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ