ლაშა პაპაშვილს სუს-ის კომპანიებში შესვლის ფაქტი არ მოსწონს

ლაშა პაპაშვილის სუს-ის კომპანიებში შესვლის ფაქტი არ მოწმონს. განცხადება ბიზნესმენმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშმული საკითხი ირაკლი კობახიძესთანაც დაისვა.

„ნაკლებად ვიყავი ქვეყანაში, გუშინ დავბრუნდი, მაგრამ მე მგონი, მოსაწონი არ არის. ეს საჭირო არ არის, მაგრამ შეიძლება ოპერატიული ინფორმაცია სჭირდებოდათ და არ ვამტყუნებ. უხეშობას იქ ადგილი არ ჰქონია და კოოპერაცია იყო ბიზნესსა და უწყებებს შორის. მათ შორის [შეხვედრაზე] დასვეს აქ საკითხი, რომ მათთვის მიუღებელია ასეთი შესვლა და შემოწმება, იმიტომ რომ დამალული აქ არაფერია. მაგრამ ოპერატიული ინფორმაციის მისაღებად სჭირდებოდა ალბათ მთავრობას“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მარკეტებისა და დისტრიბუტორების რამდენიმე ათეულ კომპანიაში შევიდა. გამოითხოვეს გარკვეული დოკუმენტაცია.