ლაშა კაცია ალეკო ელისაშვილს: ალეკო სიტყვის კაცობა სიტყვის კაცობაა “ს დედაც ვატირე არსად გავდივარ” შენ გეკუთვნის ეს სიტყვები

პროევროპული აქციებისას დაკავებული, სინდისის პატიმრის, ნიკა კაციას ძმა, ლაშა კაცია:

სესილის ვეხვეწებოდი ელისაშვილს მეტი აღარ კითხო მეთქი არაფერი შეხვედრაზე. იმიტომ რომ კარგად მივხვდი მის ყველა ფიქრს! ეხლა ინგასთან ზის და მეო გავდივარ არჩევნებზეო. ალეკო სიტყვის კაცობა სიტყვის კაცობაა “ს დედაც ვატირე არსად გავდივარ” შენ გეკუთვნის ეს სიტყვები. ხოდა იმ კარგმა კაცმა რომ გითხრა “არ ჩეიჯ@აო” მერამდენედ უნდა “ჩეიჯ@ა”

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა, განაცხადა:

ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს, მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ…

შინაგანად ხან ვეთანხმებოდი, ხან არა, ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა. პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი. ახლა კი ვარ ამ პოზიციაზე, ის ხალხი, ვინც არიან ციხეში, არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, მჯერა, არ მჯერა, მორჩა, გათავდა, მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც, რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის