ლაშა დოლბაძე სამუშაო ჯგუფის ფორმატში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლაშა დოლბაძე ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მინისტრი დაზარალებული პირების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო, მათ მხარდაჭერის მზაობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად იმუშავებს, რათა დაზარალებულებს დროული დახმარება გაუწიოს და მათი ცხოვრების პირობები გააუმჯობესოს.
„აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დავალებით, 14 იანვარს, გვიან ღამით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საჭიროებების იდენტიფიცირებას სწრაფი რეაგირების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს. ასევე, აფხაზეთის მთავრობაში მუშაობს ცხელი ხაზი – 143, სადაც დევნილებს უწყვეტად შეუძლიათ დარეკონ და მიიღონ საჭირო ინფორმაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა