ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.
