ლაშა გურული ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მოკრივეთა შეჯიბრი წარმატებით ლაშა გურულმა წარმატებით დაიწყო.
ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერი მისთვის სადებიუტო რინგზე გამოსვლას მერვედფინალიდან შეუდგა და წარმატებასაც მიაღწია.
ქართველმა მოკრივემ ქულებით – 5-0 დაამარცხა აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი და მეოთხედფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
გურული მეოთხედფინალურ შეხვედრას 1-ელ აგვისტოს ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირის წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ