ლაშა გურგენიძის მესამე ქორწინება და ბედნიერება: ვინ არის ახალგაზრდა მსახიობის რჩეული – Marao

მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან ბევრი იცნობს. ცოტა ხნის წინ მსახიობი დაინიშნა. მისი რჩეული ჟურნალისტი ანკა მშვილდაძეა. ანკამ ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით:
“ბედნიერება? ეს რაღაც უფრო ღრმაა – აღუწერელი, საიდუმლოებით სავსე და ზეციური შეგრძნება” – წერს ანკა. წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.
ანკა ლაშას მესამე მეუღლეა. ლაშას პირველი ქორწინებებიდან 2 შვილი ჰყავს. მისი მეორე მეუღლე კი თაკო მჭედლიშვილი იყო. ლაშამ თაკოს ხელი “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალში სთხოვა.
მსახიობმა ლაშა გურგენიძემ გადაცემაში “სიცრუის დეტექტორი” მძიმე ბავშვობა გაიხსენა, თუ როგორ მოხვდა 6 წლის ასაკში ბავშვთა სახლში.
“მძიმე პერიოდი იყო, კუპონები, 90-იანი წლები… დედაჩემი ექიმი იყო, ფსიქოლოგი, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კადრების გამგე. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი დაიხურა, უმუშევარი დარჩა და შავი პურიც კი არ გვქონდა სახლში. 6 წლის ვიყავი, დამისვა და ძალიან გულწრფელად მითხრა: “იცი, რომ ეს ყველაზე მეტად არ მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, დროებით, ვიდრე სამსახურს ვნახავ, წყნეთის ბავშვთა სახლში უნდა წაგიყვანოო.” მაშინ ამ სახლს ამერიკელები აფინანსებდნენ. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო, ვიტირე კიდეც, მაგრამ აბსოლუტურად გავუგე დედას, რომელიც ჩემთვის დღემდე ღმერთია. სამყაროზე და საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. დავთანხმდი, დაახლოებით თვე-ნახევარი გაგრძელდა ეს ყველაფერი… იქ ძალიან ცუდად ვიყავი, დედა სულ მენატრებოდა. რა თქმა უნდა, მოდიოდა, მელაპარაკებოდა, სულ მნახულობდა, ვურეკავდი კიდეც და ვეუბნებოდი, რომ მალე წავეყვანე. მახსოვს, ერთხელ დარაჯის ოთახში ტელეფონი იყო, ჩუმად გავიპარე და იქიდან დავურეკე. საღამო იყო… დედა, ძალიან ცუდად ვარ, გთხოვ, წამიყვანე-თქო. ვუთხარი, რომ 42 მქონდა სიცხე. მიხვდა, რაშიც იყო საქმე, ვტიროდი და ვთხოვდი, რომ ის ერთი ნაჭერი ობიანი შავი პური გავიყოთ, ოღონდ შენთან ყოფნა მინდა-თქო. მეორე დღეს, დილასვე ამოვიდა. რაღაცნაირად სამსახური ნახა, რა თქმა უნდა, წამიყვანა. მუშაობდა, მერე მთელი ღამე კერავდა, სულ რაღაც დამატებითს იგონებდა, რომ შემოსავალი გვქონოდა. მარტო მე და დედა ვიყავით, მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა. დღეს, როცა უკვე გავიზარდე და სხვანაირად შევხედე ამ მოვლენას, ერთი წამით არ ვამტყუნებ და ასე უნდა მოქცეულიყო. ყველა შვილისთვის დედა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. საკუთარი თავი გაწირა, რომ მე კარგად ვყოფილიყავი. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დღეს იქიდან ყველაზე მეტად მეხმარება და მაძლიერებს. ამას სულ ვგრძნობ. 20 წლის ვიყავი, დედა როცა გარდაიცვალა.” – იხსენებს ლაშა.
ამასთან მან იგივე გადაცემაში პირველი ოჯახის დანგრევის შესახებაც ისაუბრა:
“იდეალური მამა არ ვარ, ხშირად ვერ ვნახულობ ჩემს შვილებს იმიტომ, რომ მართლა გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ეს მე ყოველთვის მაწუხებს. ყველაზე მეტად ჩემი ოჯახის დანგრევამ მე დამანგრია იმიტომ რომ ამას დაერთო ბავშვობის ფაქტორი. დედაჩემს ყოველთვის ვეუბნებოდი, მე რომ ცოლს მოვიყვან და შვილები მეყოლება, ოჯახს არასდროს დავანგრევ-თქო. არ მინდოდა ოჯახის დანგრევა. თამთა, ჩემი პირველი ცოლი, ძალიან კარგი ადამიანია, დღეს ძმაკაცური ურთიერთობა გვაქვს. არის მომენტები, როდესაც ორი ადამიანი საერთო ენას ვერ პოულობს, კამათობს და ძირითად რაღაცებში ვერ თანხმდება და ეს ხდება მიზეზი. სულ ვცდილობ, მივიდე ბავშვებთან, ვნახო, სადღაც ერთად წავიდეთ, რაღაცებზე ვილაპარაკოთ. ის, რომ ამდენ რაღაცას ვაკეთებ, ისევ მათთვისაა, რადგან მინდა, რომ მათი მომავალი, განათლება უზრუნველყოფილი იყოს,” – ამბობს ლაშა.