ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ლაშა გობაძე (87 კგ) რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვთან დამარცხდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.
შეგახსენებთ, გობაძემ მერვედფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას სძლია, მეოთხედფინალში კი ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა. ვინაიდან ნოვიკოვი ფინალში გავიდა, გობაძეს ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა.
ძალიან მოუმზადებელი (ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც) გამოიყურებოდა მთელი ბერძნულ-რომაულის ნაკრები. მწვრთნელის მითითებები რაც ჭიდაობის პროცესში ისმოდა, ასევე, მისი რეაქციები ტოვებდა არაკვალიფიციურობის განცდას. ბიჭებს არანაირი ბრძოლის ჟინი არ ემჩნეოდათ და 3 წუთში ტომარებივით ხდებოდნენ. ე.წ. დიხანია ნულზე ქონდათ.