ლაშა ბუღაძე: ყოველივე ეს კი იმიტომ დავწერე, რომ კალაძემ “მაფურთხელებელიც” იქ ეძებოს, სადაც საოხრეებზე ჩაბღაუჭებული შპანა ყავს – თავისივე ქოცებში (ვიდეო)

მწერალი :
ამას არ დავწერდი, რომ არა შპანის მერ-კალაძის მიერ გამეორებული პროპაგანდა, “როგორ აფურთხებინა სტუდენტებს” მამაჩემმა, როცა ის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო.
არც მამაჩემზე დავწერდი, ეს რომ მხოლოდ მას ეხებოდეს, მაგრამ მეც მეხება და ეხება ყველას, ვისაც ივანიშვილის რუსული პროპაგანდა ირჩევს სამიზნედ. ჩემი “დეჰუმანიზებისთვის” რამდენიმე ამბავი აქვთ შეთხზული და ერთ-ერთი და უძველესი ესეცაა: “მამაშენმა რომ სტუდენტებს აფურთხებინა”.
წლებია ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და ახლა კი შეცდომად მივიჩნევ, რომ პროპაგანდისტულ ცილისწამებებს არ ვპასუხობდი.
ივანიშვილის ბანდა იმხელა რესურსს დებს სიყალბის გავრცელებაში, რომ ჩვენს სიმართლეს ცხადია ძნელად უწევს მოჯადოვებული წრის გარღვევა, უმეტესად კი ვერც არღვევს, თუმცა პასუხი მაინც აუცილებელია, ფაქტების სიზუსტისთვის თუნდაც.
მაგრამ ალბათ არც ამას დავწერდი, რომ არა ისევ და ისევ კალაძის მორიგი სიყალბე და რაც მთავარია, ის ადამიანი, რომელიც თავის დროზე ამ პერფორმანსის ინიციატორ-მომწყობი ყოფილა და ახლა ქოცების ბანალური პროპაგანდისტია (მის ფეისბუქ-გვერდზე შეხედვა სრულიად საკმარისია ამაში დასარწმუნებლად). სულ ქოცებთან ყოფილა აქამდეც.
2009 წლის მოწყობილი ეს პერფორმანსი ჩემთვის სრულიად გასაგები იდეის მატარებელი იყო და ბუნებრივია არანაირი პროტესტი არ გამჩენია (და ან მე რა შუაში ვიყავი ამასთან): სტუდენტებმა ფიზიკურად გამოხატეს ის, რაც სამწუხაროდ აგრესიული საზოგადოების მახასიათებელია, არა ვერბალურად, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით აფურთხეს ერთმანეთს.
თუმცა ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს აქტი ამხელა მასშტაბებს შეიძენდა ქოცების პირობებში და მეც კი დამიკავშირდებოდა რატომღაც, როგორც მამაჩემის შვილს და ივანიშვილის კრიტიკოსს. არადა არათუ მე, არამედ არც მამაჩემი არაა კავშირში და ამაზე თავადვე ყვება დეტალურად (მის მონაყოლს კომენტარებში დავდებ).
ყოველივე ეს კი იმიტომ დავწერე, რომ კალაძემ “მაფურთხელებელიც” იქ ეძებოს, სადაც საოხრეებზე ჩაბღაუჭებული შპანა ყავს – თავისივე ქოცებში. Kakha Kaladze აგერ გყავს ამ ფურთხების მომწყობიც – შენიანებში, და ერთმანეთს მოკითხეთ, ვინ ვის და რატომ აფურთხებთ. ან სხვა რა შეგიძლიათ! და რამდენჯერაც თქვენი ბოტი იგივეს მომიწერს სადმე, მაშინვე ამ კაცის სახელს დავუბრუნებ ხურდად – რომ მაფურთხებელი ადრესატი ქოცების პროპაგანდისტში ეძებონ. აი, ეს “არტისტიც”:

ასევე დაგაინტერესებთ