: სტალინი გაქრა, მაგრამ ნარჩენები ხომ დარჩა: ეს ნარჩენები ასამართლებენ დღეს პოეტ ზვიად რატიანს, რომლის ერთი პატარა ბწკარიც კი გადაწონის ყველაფერს, რაზეც მთელი ეს უსახო ურდო დგას…

მწერალი :
სტალინს უკითხავს პოეტ მანდელშტამის შესახებ, რამდენს იწონისო… და პასუხს არც დალოგებია, სხვა შეკითხვა დაუსვამს იქვე – საბჭოთა კავშირი რა წონისააო. ანუ სად მანდელშტამის წონა და სად საბჭოთა კავშირის, გავსრესთო.
მოკლეს, ვერ გასრისეს… მისი ერთი ლექსიც კი საკმარისია ამის დასტურად, რომელსაც ბევრად მეტი წონა აქვს ახლა, ვიდრე პირისაგან მიწისა აღგვილ, დაწყევლილ სტალინს და მის სისხლისმსმელ რუსეთს…
… რომელმაც მოკლა პოეტი ტიციან ტაბიძე.
მოკლა პოეტი პაოლო იაშვილი.
აკრძალა პოეტი ვაჟა-ფშაველა.
თვითმკვლელობამდე მიიყვანა პოეტი გალატკიონ ტაბიძე.
სტალინი გაქრა, მაგრამ ნარჩენები ხომ დარჩა:
ეს ნარჩენები ასამართლებენ დღეს პოეტ ზვიად რატიანს, რომლის ერთი პატარა ბწკარიც კი გადაწონის ყველაფერს, რაზეც მთელი ეს უსახო ურდო დგას… რა ძალა თქვენ გაქვთ?
მეცოდებით, რამდენი ბოდიშის მოხდა მოუწევთ თქვენს შთამომავლებს პოეტის “გასამართლების” გამო…
და რომ ვერც ხვდებით ამას…

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ