მწერალი ლაშა ბუღაძე:
რეგიონებში უკვე ტოტალურად დაიწყეს გაყალბების და დაშანტაჟების სპეცოპერაციის ამოქმედება: ადამიანებს სამსახურებიდან გაგდებით ემუქრებიან, თუკი ისინი მინიმუმ 10 პირადობის ნომერს არ მოიტანენ.
ყველა არჩევნების წინ ასე ხდება და ახლაც იგივეა.
შედარებით პატარა დასახლებებში და სოფლებში – განსაკუთრებით.
ხალხის ნაწილისთვისაც ეს როგორც ჩანს ნორმად იქცა (რუსული მოდელი): ფიქრობენ, რომ ასეა სწორი, ხელფასია და ხელისუფლებას უნდა დაეხმარონ.
მაგრამ ჯერაც არის ხალხი, ვინც ბრაზობს და ვისაც სინდისი აწუხებს, უბრალოდ დამცველი აღარ ჰყავს… მედია სულს ღაფავს, ოპოზიციური პარტიები ფაქტობრივად განადგურებულია. არადა გაყალბების პროცესი ისევ ჩაშვებულია.
ემიგრაციის 300 000 ხმა ისე მიითვისა ამ ბანდამ გაყალბებით, რომ პასუხი არავის არაფერზე უგია.
საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა რესურსიც მეტი იყო და მობილიზებაც მაღალი (სამთვიანი დემონსტრაციებისა და მუხტის აწევის შემდეგ), პარტიებს კომისიის წევრები არ ჰყავდათ ან იყიდებოდნენ. მე დამკვირვებელი ვიყავი და როცა ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას ვთხოვდით, გამოეშვათ მათი წარმომადგენელი, გვპასუხობდნენ, რომ უბრალოდ არ ჰყავდათ. რეგიონებში საერთოდაც სრული კატასტროფა იყო.
და ახლა, როცა იმის მეათედი რესურსიც აღარ არის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე იყო, “ადგილობრივ არჩევნებში” მონაწილე 2 პარტია როგორ აპირებს ამ სპეცოპერაციისგან ხმების დაცვას? კარგი, დაცვას ვერ მოახერხებენ – ეს ყველამ იცის, მაგრამ ხმა მაინც ამოიღეთ, ბრიფინგები ჩაატარეთ, რესურსი გახარჯეთ (რაც გაქვთ), რომ ხალხმა მაინც გაიგოს, როგორ ატერორებენ ადამიანებს!
სრული უპასუხისმგებლობა ყველა მხრიდან!
დანაშაულაბრივი არაადეკვატურობა!
ბანდა ისევ ქურდავს და აშანტაჟებს ადამიანებს და ჩვენ ისევ სასწაულს ველით…
ყველას დაავიწყდა, რატომ ზის ეს ხალხი ციხეში? 26 ოქტომბრის და 28 ნოემბრის გამო!
და ჩვენც, უმრავლესობა, ვსხედვართ და ველოდებით, სანგარში მჯდომი უკრაინელი ჯარისკაცი როგორ მოუღებს ბოლოს პუტინს, რომ საქართველოში აყვავდეს დემოკრატია!
“ბედნიერი ერი!”