ლაშა ბუღაძე: პრეზიდენტმა დაგვანახა სტრატეგია – არჩევნები, როგორც რეფერენდუმი: საქართველო თუ ივანიშვილის რუსები!

“პრეზიდენტმა დაგვანახა სტრატეგია – არჩევნები, როგორც რეფერენდუმი: საქართველო თუ ივანიშვილის რუსები!
26 ოქტომბერს ტაბლოზე ეს უნდა დაიწეროს: საქართველო პირველ ადგილზე, ივანიშვილის რუსები – ქვევით.
ასე იყო 2003 წელს, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა – ოპოზიცია პირველ ადგილზეა.
ასე იყო 2012 წელს, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა – ოპოზიცია პირველ ადგილზეა.
ვიზუალურად უნდა დავინახოთ, როგორ დამარცხდა ივანიშვილი.
1-ზე!
მაღლა – ხალხის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალა თუ ძალები უნდა იყვნენ!
ანუ საქართველო!
12 წელი ივანიშვილი უგებდა პარტიებს, მაღლა ყოველთვის მისი რუსული პარტია იყო. ის მოდელი თუ დარჩა, რაც აქამდე იყო, რუსი და ქაოსის შემქმნელი ივანიშვილი იგივენაირად მოიგებს, როგორც აქამდე უგებდა დასუსტებულ პარტიებს.
ქართული საზოგადოება 2 თვე 100-ით 0-ით ამარცხებს ივანიშვილის რეჟიმს (აქ არიან ყველა – კონკრეტული პოლიტიკოსების და ასი ათასობით მოქალაქის მონაწილეობითა და ჩათვლით). მაგრამ თუკი პარტიები იმავეს შესთავაზებენ ხალხს, რასაც აქამდე სთავაზობდნენ და ვერ ასახავენ ამ ორთვიან პროცესს, ამ მთელ დიდ ტალღას, საქართველო დამარცხდება.
უნდა ვუყუროთ დიდი სტრატეგიით და დიდი ისტორიული საფრთხის განცდით.
26 ოქტომბერს პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ! მეტი ხმით! ბევრად მეტი!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი .