მწერალი ლაშა ბუღაძე:
მზია ამაღლობელის წინ და უკან ტარება რუსთავიდან ბათუმში და ბათუმიდან რუსთავში იმ არაჰუმანურობის და სადიზმის გაგრძელებაა, რაც პოლიციელმა დგებუაძემ დაიწყო და რის გამოც სილა მიიღო ლოყაზე.
ცხადია შეიძლებოდა მზია ამაღლობელის ბათუმში დატოვება ან რაიმე სხვა ფორმის მოძებნა, რომ დაუძლურებული ადამიანი ამხელა გზაზე არ ეტარებინათ სამი დღის ინტერვალით, მაგრამ რახან ძალაუფლება ახლა ბოროტი ფსიქოპათების ხელშია, მათგან ჰუმანიზმის მოლოდინი იგივეა, სატანისგან ელოდო სილის გაწვნის მერე მეორე ლოყის მოშვერასა და შენდობის თხოვნას. ოქსიუმორონია.