ლაშა ბუღაძე: მარიო ვარგას ლიოსა 2019 წელს თბილისში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ “წიგნის ცენტრის” გაუქმების და ამ ყველაფერთან დაკავშირებული გაურკვევლობების გამო გააუქმა საქართველოში სტუმრობა

“როცა მარიო ვარგას ლიოსას კითხეს, მის რომელ რომანს წაიკითხავდნენ ათწლეულების შემდეგაც, “საუბარი კათედრალში” დაასახელა… ფორმით და შინაარსით უნიკალური შედევრი. მე ის “დეიდა ხულია და სცენარისტით” შემიყვარდა და დღემდე ვფიქრობ, რომ ამაზე სასაცილო, რომანტიკული და შეშლილი რომანი ბევრი არც წამიკითხავს. მეოცე საუკუნის ბოლო ლიტერატურული გიგანტი იყო. ასევე – ჭეშმარიტი ლიბერალი და ნაციონალისტთა და პუპულისტთა მოძულე…
ლიოსა 2019 წელს თბილისში უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ “წიგნის ცენტრის” გაუქმების და ამ ყველაფერთან დაკავშირებული გაურკვევლობების გამო გააუქმა საქართველოში სტუმრობა. დასანანია, რადგან გენიოსთან უშუალო შეხების საშუალება გაგვაშვებინეს… როგორც ბევრი სხვა რამ,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი .

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიური ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა – სუს-ი საზოგადოებას უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია

ნიკა ჩიტაძე – „ქართული ოცნება“ განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მისცა შანსი პარტიებს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ არ მოინდომეს, შესაბამისად, ისინი არიან უფუნქციო – „ოცნება“ ბოლშევიკური მეთოდის გამოყენებას ცდილობს