“იმედია ვხვდებით, რომ ჩვენ “ვესწრებით” არა მხოლოდ კაფკიანურ პროცესს ზურა ჯაფარიძის (და სხვების) წინააღმდეგ, არამედ ზოგადად პოლიტიკის გაუქმების პროცესს საქართველოში. როგორც ის გაქრა რუსეთში 25 წლის წინ, როგორც ის გაქრა ბელორუსში 36 წლის წინ, როგორც ის გაქრა აზერბაიჯანში 90-იანებში და ა. შ. და ა. შ. “პოლიტიკა” ჩვენს თვალწინ იქცევა ოლიგარქის ნიღბად, ფორმალურ დანამატად მისი არალეგიტიმური წყობისთვის; აბსურდად – პოლიტიკოსებისთვის და საყრდენად – ავტოკრატის ფინანსურ-ძალადობრივი სისტემისთვის. პოლიტიკოსს დაჭერას უპირებენ პოლიტიკოსად ყოფნისთვის – პოლიტიკური ოპონირებისთვის და სხვა არაფრისთვის. ვშიშობ, ბევრი ჯერაც ვერ აცნობიერებს, რა სრულდება ახლა – ამ წუთებშიც – საქართველოში” – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.
