: ივანიშვილს ხომ ჩაუვარდა ბოდიშის პირველი მცდელობა, მაგრამ …

“ივანიშვილი არის ს მხარეს და ს მხარეა!
მისი მარიონეტები ივანიშვილის, ანუ რუსეთისთვის სასარგებლო ბრძანებებს ასრულებენ. ვუსმენთ გენერალს, რომელიც დაკითხვაზეა დაბარებულ ამ ე. წ. კომისიაზე, რომლის ამოცანაც, პროპაგანდისტულ მიზანთან ერთად (ომის შიშით მანიპულაცია), ვასალური და ვალდებულებრივია: რუსეთმა 2008 წლის ომის შესახებ ქართველებისგან პუტინ-მედვედევისეული ვერსია უნდა მიიღოს – რომ ეს საქართველო დაესხა თავს “მძინარე ცხინვალს”.
ამას ცხადია ბოდიშიც მოჰყვება სეპარატისტების მიმართ.
ივანიშვილს ხომ ჩაუვარდა ბოდიშის პირველი მცდელობა, მაგრამ როგორც ცნობილია, მას არ უყვარს მარცხთან შეგუება და ყველაფერს ცდის, რომ როგორმე ისევ მიიღოს დავალებული ბოდიში, ამას კი შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც მოჰყვება და ნუ გამოვრიცხავთ, შესაძლოა რაიმე ფორმით – ან საერთოდაც პირდაპირ, რუსული წესით – სეპარატისტული რეგიონების აღიარებაც.
ეს მისი გეგმაა, მაგრამ არის თუ არა ეს ჩვენი გეგმაც – საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც ივანიშვილისგან განსხვავებით, არ არიან რუსეთის მხარე და რუსეთის მხარეს?! ცხადია, არა!
ამიტომ 31 მარტს – როგორც 34 წლის წინ, რეფერენდუმზე – ივანიშვილს და რუსეთს კვლავაც ხმამაღლა უნდა ვუთხრათ, რომ არ დავთმობთ დამოუკიდებლობას!
თუკი მაშინ დამოუკიდებლობის აღდგენას დავუჭირეთ მხარი, ახლა მოპოვებულის დაკარგვა არ უნდა დავუშვათ,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი .

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ