მწერალი ლაშა ბუღაძე:
როგორი მზაკვრულია პროპაგანდისტების და ივანიშვილის “მთავრობის” ხაფანგი: თუკი აკადემიური არგუმენტებით უწყებ კამათს (რაც გააკეთეს კიდეც ჩვენმა წარმომადგენლებმა), მათთან ისე ერთვები დისკუსიაში, როგორც გინდა-არ გინდა მთავრობასთან – და ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ: აღიარება!.. ხოლო თუკი მხოლოდ პოლიტიკურად და მორალურად ამხელ (რაც ასევე გააკეთა ჩვენმა “ოთხეულმა”), – გაუთავებლად გიმეორებენ, რომ “რადიკალი და მოუმზადებელი ხარ და არგუმენტი არ გაქვს”.
ანუ სქილასა და ქარიბდისს შორის ხარ.
სინდისის პატიმების ფოტოები რომ აჩვენა სიმონ ჯანაშიამ, ეს იყო ძალიან სწორი, ზნეობრივი და კარგი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ: ეს იყო ჩვენთვის, ჩვენი საპროტესტო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი და სამწუხაროდ ნაკლებად მნიშვნელოვანი ლეთარგიაში ან პროპაგანდის ბუნდოვანებაში დაჰიპნოზებული “იმედის” მაყურებლისთვის…
მე მაინტერესებს: დაინახა თუ არა პასიურმა მოქალაქემ, ან “რბილმა”, – თუ რაცაა – ქოცმა, როგორი “ოროსანია” კობაძიძე? რადგან “ჩვენიანის” იქ მისვლას მხოლოდ ეს მიზანი აქვს: აჩვენო, როგორი მოუმზადებლები, არაკომპეტენტურები, მავნეები და უპასუხისმგებლოები არიან ამორალურობასთან ერთად…
ჩემთვის ეს უთუოდ გამოჩნდა, მაგრამ მე ხომ არ ვარ ქოცი.
კობახიძე სრული უვიცია და ეს მაშინვე კარგად გამოჩნდა, როგორც კი პროფესიონალებმა რამდენიმე მამხილებლური არგუმენტი მოუტანეს მაგალითად. პლუს ამ საცოდავს ეტყობა კიდევ უფრო გადმოედო პატრონის ჩვევები და ნარცისიზმიდან ერთად უფრო მეტ ეგომანიაკალურობამდე დასულა – რახან ნაყიდი ბნელქოცი ჯღარკავა აქებს და როზეტა გუჯეჯიანი ეძახის გენიოსს, მართლა მაღალი წარმოდგენა რომ შექმნია თავზე…
ჩემი აზრით, აქ მან წააგო. და საერთოდაც, წააგო. როზეტა გუჯეჯიანი ნამდვილად ვერ იქნება კმაყოფილი.
ასევე ვისურვებდი პოლიტიკური და აკადემიური არგუმენტები უფრო სწორად ყოფილიყო გადანაწილებული: თუნდაც უფრო მეტად შეეხსენებინათ ქოცი-მაყურებლისთვის, როგორ სვამდა სააკაშვილის სადღეგრძელოებს მისდროინდელი მინისტრის მოადგილე პოლკოვნიკი მიქანაძე…
ასევე: არ შეიძლება მთავარ პროპაგანდისტულ ჯოჯოხეთში იყო და ერთხელ არ ახსენო ივანიშვილი, ქოცების კორუფცია, უდიპლომო გაუნათლებელი “პრეზიდენტი” (განათლებაზე რომ “ზრუნავენ”) და ა. შ.
ცხადია, მეტ “რკინაზეც” სამუშაოა ხმაში.
საბოლოოდ, ეჭვი არ მეპარება, რომ ქოცები სწორედ იმიტომ იგონებენ ამგვარ “დებატებს”, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა შფოთავს გაურკვევლობისა და არანორმალურობის გამო, თუმცა ეს უაღრესად სარისკოა მათთვისაც, რადგან ვინც რა უნდა თქვას, მე ვფიქრობ, რომ ჩვენებმა დღეს მოიგეს ამ უსამართლო და გულისამრევ ეთერში…
დასკვნის სახით: ისევ და ისევ – ჩვენი პროტესტის რეალური მიღწევა ერთმნიშვნელოვნად მათი უღიარებლობაა, რადგან დამოკლეს მახვილივით ჰკიდიათ თავზე არალეგიტიმურობა.
და თხოვნა: არავითარ შემთხვევაში არაა სწორი, რომ ჩვენიანები ვაძაგოთ. ვურჩიოთ, გავაკრიტიკოთ, მაგრამ ზურგი უნდა გავუმაგროთ.
ივანიშვილის მარიონეტმა კობაძიძემ დღეს კიდევ ერთხელ “ჩაისვარა” სასახელოდ და ჯღარჯავას ლექსები ვეღარ უშველის.




