ლაშა ბუღაძე: ეს მუდმივი “საპანაშვიდე” პოზა ჩვენვე გამოგვხრავს

მწერალი :

როგორმე უნდა გამოვიდეთ “მსხვერპლის პატერნიდან”, არაცნობიერი ტკბობისგან, თუ როგორი მართლები ვართ და როგორ გვჩაგრავენ. ივანიშვილისა და რუსების სინდისზე აპელირება აბსურდია და თუკი უსამართლობისგან ჩაგრულობის განცდა საერთო ეროვნულ რისხვად არ ტრანსფორმირდება, ეს მუდმივი “საპანაშვიდე” პოზა ჩვენვე გამოგვხრავს. სისუსტის პრეზენტაციულობა ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ნუთუ შეუძლებელია, რომ ოდნავ მაინც ვგავდეთ ამით უკრაინელებს – სიმტკიცეში, ნაკლებ ისტერიულობაში, მობილიზებულობაში, რეალურ და არა უნიჭო სადღეგრძელოდ ამოძახებულ ერთიანობაში, თავდაჭერაში?! ისე ნუ ვიზამთ, რომ დროზე ადრე მივუსამძიმროთ საქართველოს! ბრაზისა და ნამდვილი ერთიანობის გარეშე საქართველო ხდება, გავიგოთ!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ