ლაშა ბუღაძე: ეს არის საშიში სიგნალი სხვებისთვისაც, რადგან შეიძლება იგივე დაემართოთ დარჩენილ კრიტიკულ ტელეკომპანიებს, მერე კი ვეღარც “ქოცი” იპოვის სამართალს, როცა მას სისტემა დაჩაგრავს

“”მთავარი არხი” გაქრა. ვერ გადაარჩინეს… შედეგი დამაფიქრებელი და მძიმეა: მძლავრი კრიტიკული პლატფორმა გაჩერდა… და თან ასეთ დროს! “ლიტერატურული სამკუთხედი” ამ არხის ნაწილი იყო მისი დაარსებისთანავე და არ მახსოვს შემთხვევა, როგორმე ან რაიმე ფორმით შეზღუდულიყო ჩვენი სიტყვის და ანკი ზოგადი თავისუფლება – ეს იყო ერთიანი, კრიტიკული და თავისუფალი პლატფორმა ჩვენთვის და ჩვენი სტუმრებისთვის. ეს არის საშიში სიგნალი სხვებისთვისაც, რადგან შეიძლება იგივე დაემართოთ დარჩენილ კრიტიკულ ტელეკომპანიებს, მერე კი ვეღარც “ქოცი” იპოვის სამართალს, როცა მას სისტემა დაჩაგრავს – არავინ იქნება, ვინც მის ამბავს და პრობლემას გააცხადებს და ამხელს. არადა პრობლემები ივანიშვილის ბანდას უფრო აქვს ახლა, ვიდრე ვინმე სხვას და მათი პრობლემებიც კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება! დღეს, როგორც არასდროს, წარმოუდგენლად საჭირო იყო “მთავარი არხი”. მაგრამ აღარ არის… ამიტომ ჩვენი ზოგადი “ეთიკის” და ფეისბუქის ტრადიციისამებრ მოკლედ და მრავლისმთქმელი უთქმელობით უნდა ვთქვათ: “წარმატებები” ან “ხსოვნა იყოს”, იქვე გულით, ან ცრემლიანი სახით, რადგან სხვა რამის თქმას აზრიც არ აქვს, როგორც ჩანს…” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი .

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს