“თბილისის ოპერა ხომ ისედაც ბუტაფორიად იქცა – უხმო, უიდეო, უკონცეფციო, უდირიჟორო და “კლანურ” რუდიმენტად – და ახლა მჩაგვრელი სისტემის ნაწილადაც მოგვევლინა, აი, ასე უპასუხეს სამართლიან პროტესტს – ხალხი გააგდეს სამსახურიდან… ბევრი ხალხი არ იდგა აქციაზე და ცოტას დასჯას კი რა უნდა,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.
ცნობისათვის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს ინფორმაციას ოპერის გაფიცული თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 17 თანამშრომელი, რომლებიც 53 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები, სამსახურიდან ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბადრი მაისურაძის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამავე ბრძანებაში ნათქვმაია, რომ ოპერამ უკვე აიყვანა მათ ნაცვლად ახალი თანამშრომლები, ვინაიდან თეატრში აქტიური სეზონი მიმდიანრეობს, გასამართია სპექტაკლების პრემიერები და ხელი ეშლებოდა გაფიცვით თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. პროფკავშირების ცნობით, გაფიცულმა თანამშრომლებმა ოპერის ხელმძღვანელს 25 დეკემბერს აცნობეს გაფიცვის შეწყვეტის შესახებ და მიმართეს წერილით, სადაც ნათქვამი იყო, რომ 26 დეკემბრიდან ისინი ჩვეულებრივად შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას.