ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს იმიტომ, რომ ფარულობა დაირღვა, – ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი შავი ლაქის დამღას ვერასდროს მოიშორებს.
„დამნაშავე კალანდარიშვილი, ვერასდროს მოიშორებს შავი ლაქის ამ დამღას, როგორც პირდაპირი მნიშვნელობით, ასევე პოლიტიკურადაც, ისინი არალეგიტიმურები არიან. „ფეისბუქიდან“ გამოდით ქუჩებში. საქართველოს ისტორიაში ყოველთვის ეს იყო პრობლემა, ყოველთვის ხალხი აკლდებოდათ. ახლა ბევრი ვართ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მიზანს რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ“, – განაცხადა ბუღაძემ.