ლაშა ბაქრაძე – ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის დამყარება

პოლიტსაბჭოს განცხადებიდან და შემდგომ უკვე მცხეთაში გაჟღერებული გზავნილებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის დამყარება, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ გზა ჩახერგა.
„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანი უკვე მოიტანა, ფაქტობრივად ჩახერგა გზა ევროკავშირისკენ და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, “ქართულ ოცნებასთან” ერთად ამ გზაზე სიარული უკვე შეუძლებელია.
„ქართულ ოცნებას“ ძალიან კარგად ესმის, რომ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროატლანტიკური არჩევანი აქვს გაკეთებული, აქედან გამომდინარე, რიტორიკის დონეზე ჯერ კიდევ ახსენებენ ევროპის კავშირს, მაგრამ პოლიტსაბჭოს განცხადებიდან და შემდგომ უკვე მცხეთაში გაჟღერებული გზავნილებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება” საერთოდ არ აპირებს დასავლეთისკენ სიარულს და სურს დიქტატურის, ძალადობრივი სისტემის დამყარება.
აცხადებენ, რომ შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდებათ, მაგრამ რას გულისხმობენ თავად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ძალიან ბუნდოვანია…
თუ საუბარია ტერიტორიული მოწყობის შეცვლაზე, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი ფიქრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონფედერაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, აღიარებენ ე.წ. ხელისუფლებას, რომლებიც ამ რეგიონებშია, ეს კი იქნება ძალიან დიდი დარტყმა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე”, – აცხადებს ლაშა ბაქრაძე.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ ასობით ათასი ადამიანის ნებას უარყოფს, ის აღარ არის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება.
“ჩვენ ვნახეთ -ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა პარისის შთამბეჭდავი გამოსვლა. ამ გამოსვლის, მკვეთრად, საპირისპირო იყო „ქართული ოცნების“ გზავნილები, თუ რა უნდათ და როგორ უნდათ სახელმწიფოს მოწყობა.
პირველი პუნქტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და ცნობილია, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა ოპოზიციურ პარტიას უწოდებენ. ეს არის დაანონსებული დიქტატურა და, რასაკვირველია, ასეთ ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს, რომ ევროპის კავშირის წევრი გახდეს, მიუხედავად მათი რიტორიკისა, რომ თითქოს აინტერესებთ, რომ საქართველო ევროკავშირისკენ მოძრაობდეს.
ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ „რუსული კანონის“ მიღებით კარი დაიკეტებოდა. კიდევ ერთხელ, როდესაც „ქართული ოცნება“ უარყოფს ასობით ათასი ადამიანის ნებას, ხედვასა და ინტერესებს, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ არის ქართველი ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება. ისინი ხაზინის ქურდები, კონფორმისტები და დაშინებული საჯარო მოხელეები არიან. ეს არ არის ხელისუფლება, რომელიც ქართველ ხალხს გააერთიანებს, რათა მან იაროს წინ, ევროპული მომავლისკენ,”- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”