– ფაშისტურმა რეჟიმმა ბანკის ანგარიშები დამიყადაღა

ფაშისტურმა რეჟიმმა ბანკის ანგარიშები დამიყადაღა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი წერს.
„20 000-ის ჯარიმა გასაჩივრებული მაქვს. ეტყობა რადგანაც დატერორება მოუნდათ, ახალი – ჩემთვის უცნობი ჯარიმა დამიმატეს. ასეთი ქვეყანა შეგვიქმნეს“, – წერს ლაშა ბაქრაძე.
მეორე დღეა, საპროტესტო აქციების მონაწილე მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. მათი ინფორმაციით, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება გზის გადაკეტვისთვის გამოწერილი იმ ჯარიმების გამო მოხდა, რომელთა შესახებაც არ იცოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში