ლაშა ბაქრაძე – ტრამპს უხსნიან რა არის „დიფ სთეითი“ – ე.წ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჯერ ევროპა და ახლა ამერიკა ზურგით შემოტრიალდნენ, რათა გამოაცხადონ: „საქართველოს დასავლეთში არ ჰყავს მეგობრები“, პირდაპირ დავალებას ასრულებენ რუსეთიდან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, საქართველოში პროტესტი „ტერორისტული საშუალებებით“ ჩაახშოს, რისი გამოვლინებაც არის პოლიტიკოსების დაჭერა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ხელისუფლების მიზანია, საქართველოში „პოლიტიკური ველი მოასუფთაოს“.
ამასთან, ბაქრაძე ფიქრობს რომ, „ქართული ოცნება“ ნამდვილად მიიღებს პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილებას.
„სხვადასხვა ტერორისტული საშუალებებით ცდილობენ საქართველოში პროტესტი ჩაახშონ. უკვე გამოაცხადეს, რომ პოლიტიკოსების დაჭერას აპირებენ და ახალა ამისათვის ფორმალური საბაბი ეძლევათ, რასაც გააკეთებენ.
ვიღაცას არ უნდა ასეთი მიზეზის გამო ციხეში ჩაჯდეს. ვიღაცას მიაჩნია, რომ ეს არ არის ტრაგედია და შეუძლია ციხეში ჩაჯდეს. ეს არის ინდივიდუალურად გადასაწყვეტი. გუშინ პარლამენტში მიიღეს კანონში შესწორება პარტიებისა და გაერთიანებები შესახებ, აშკარად აპირებენ პარტიების აკრძალვას.
აპირებენ საქართველოში მოასუფთაონ პოლიტიკური ველი. ისედაც ე.წ პარლამენტი ერთპარტიულია, ალბათ, თუ მიაღწევენ ადგილობრივ არჩევნებამდე, გამოყოფენ სატელიტურ პარტიებს და ისეთივე ყალბ მრავალპარტიულობას შექმნიან, როგორიც რუსეთშია, ბელორუსიაში. უნდათ ფსევდო დემოკრატიული სისტემა შეინარჩუნონ. ჯერ არის დაჭერები, მერე აკრძალვები და ა.შ. რასაკვირველია დასავლეთი და ამერიკა ამას კარგი თვალით არ შეხედავს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
გარდა ამისა, მან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში ოპოზიციის როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციას უჭირს ერთი იდეის გარშემო გაერთიანება, თუმცა იმასაც დასძენს რომ ოპოზიცია კარგად მუშაობს საზღვარგარეთ, რა შედეგების იგრძნობა სხვადასხვა სანქციებითა და რეზოლუციებით.
„ჩვენ დავინახეთ ოპოზიციის არა მხოლოდ სისუსტე, არამედ რამდენად უჭირს ერთი იდეის გარშემო შეკავშირება. რაც შეეხება საზღვარგარეთ, იქ ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, ვხედავთ კიდევაც ამის შედეგებს. ბევრი რამ გაკეთდა საზღვარგარეთ, მაგრამ ქვეყნის შიგნით უფრო მეტად უნდა იყოს მობილიზებული და აჩვენოს, რომ არსებობს გარკვეული იდეები, რომლის გარშემო შეუძლიათ გაერთიანება, უფრო მკაფიოები უნდა იყვნენ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, მან ირაკლი კობახიძის მიერ -ის პრეზიდენტ სა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დე ვენსისთვის გაგზავნილ ღია წერილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კობახიძის ღია წერილით ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
„ტრამპს უხსნიან რა არის „დიფ სთეითი“. ქვეყანა ძალიან უხერხულ სიტუაციაში იგდებს თავს. 11 – გვერდიან სისულელეს ვინ წაიკითხავს სადმე?! არ მგონია, ტრამპმა „ების“ 11- გვერდიანი წერილი წაიკითხოს.
გუშინდელი წერილი იყო საკუთარი ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუება და მოსახლეობის შემზადება იმისათვის, რომ „ხედავთ, ტრამპიც კი წააქცია დიფ სთეითმა“. საქართველოს ე.წ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჯერ ევროპა და ახლა უკვე ამერიკა ზურგით შემოტრიალდნენ საქართველოს მიმართ, რომ შემდეგ გამოაცხადონ, საქართველოს დასავლეთში არ ჰყავს მეგობრები.
ჩვენ უკვე საკმარისად შეგვიბღალა რეპუტაცია ამ ე.წ. ხელისუფლებამ და კიდევ განაგრძობს ამას. რა თქმა უნდა, ს დავალებით, რადგან პირდაპირ დავალებას ასრულებენ რუსეთიდან. ადრე თუ კითხვის ნიშნით შეგვეძლო ამაზე ლაპარაკი, ახლა უკვე აშკარა ხდება“, – განაცხადა ბაქრაძემ.