ლაშა ბაქრაძე – „ოცნებას“ ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს

„ოცნებას“ ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია ის, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა მ განაცხადა.
ბაქრაძის განმარტებით, ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მიუღებელია და ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებაა.
„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო მიიტაცა. არც ვერტიკალურად, არც ჰორიზონტალურად ხელისუფლების დანაწილება საქართველოში აღარ არსებობს. „ოცნებას“ ხელისუფლების სრული ტოტალური კონტროლის სურვილი აქვს, ამის ნათელი მაგალითია, ის რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, როდესაც საზოგადოებას კონსტიტუცია თავზე გადაახიეს და პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდეს.
ეს კიდევ ერთი საბუთია იმისა, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ავტორიტარული სახელმწიფოსკენ ვდგამთ სერიოზულ ნაბიჯებს. ისეთ ქვეყანას, როგორიც დღეს სამწუხაროდ, საქართველოა, არანაირი შანსი არ აქვს ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად იყოს და ევროპის კავშირის წევრი გახდეს.
ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და ეს უაღრესად ცუდი ნიშნებია. თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, ჩვენ ავტორიტარულ სახელმწიფოს მივიღებთ და ფაქტობრივად, არანაირი დემოკრატიული სტრუქტურები ამ ქვეყანაში არ გვექნება. ხელისუფლების ასეთი ქცევა სრულიად მიუღებელია, ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება“, – განაცხადა ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა“ ავრცელებს.