– მნიშვნელოვანია ყოველდღიურად იყოს პროტესტი – უახლოეს მომავალში ვემზადებით ორი მნიშვნელოვანი თარიღისთვის – -ს მიერ ს შედეგების გამოცხადება და არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც ბევრნი უნდა ვიყოთ

მნიშვნელოვანია ყოველდღიურად იყოს მსგავსი პროტესტი და უახლოეს მომავალში ვემზადებით ორი მნიშვნელოვანი თარიღისთვის – -ს მიერ ს შედეგების გამოცხადება და არალეგიტიმური პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რადგან საჭიროა ადამიანებმა იბრძოლონ თავიანთი მომავლისათვის – ეს არის გზა ხსნისა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას გამოღვიძება სჭირდება, რადგან საჭიროა, რომ ადამიანებმა იბრძოლონ.
„ჩვენ ვიცით ორი მთავარი თარიღი უახლოეს მომავალში – ერთი არის ცესკო-ს მიერ გამოცხადება ამ არჩევნების შედეგების და შემდგომ პარლამენტის პირველი სხდომის დღე, სადაც უფრო და ძლიერი უნდა იყოს პროტესტი და სხვადასხვა დღეებში, სხვადასხვა პროტესტები ყოველთვის იქნება, მაგალითად ასეთი მსვლელობები, როგორიც დღეს არის. როგორც ჩვენს უკან ბანერზე ახლა წერია – საქართველო უნდა გამოვაღვიძოთ, რომ ყველა მიხვდეს, რაც ჩვენს თავს ხდება, ის ყველას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა დაინახონ ის მომავალი, თუ კი ასე დარჩება, რას უქადის თითოეულს, ამიტომაც სწორედ ეს სიტყვა – გამოღვიძება მიმაჩნია სწორად, რადგანაც საზოგადოებას სჭირდება გამოღვიძება, რადგან საჭიროა ადამიანებმა იბრძოლონ თავიანთი მომავლისათვის და ეს არის გზა ხსნისა“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს – კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის