ლაშა ბაქრაძე – კვართი ერთიანობის სიმბოლოა და ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ

კვართი ერთიანობის სიმბოლოა და ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს ერთიანობით უნდა გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, განაცხადა.
ის მოსახლეობას სვეტიცხოვლობას ულოცავს.
„დღეს მცხეთობაზე ჩამოვედით, ეს არის მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებული დღესასწაული – მცხეთობა, იგივე სვეტიცხოვლობა და რასაკვირველია, მთელ ჩვენს ხალხს მინდა მივულოცო. კვართი – ეს სიმბოლოა ერთიანობის, ეს ერთიანობა საქართველოს გაერთიანებაა და ვისურვებ ყველამ ერთად, ქართველმა ხალხმა, გავიმარჯვოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ბაქრაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ