– ევროპის ქვეყნების კომიტეტების ხელმძღვანელებთან დაგეგმილია ოპოზიციის შეხვედრები – მივაწვდით საჭირო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ მოიპარეს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლაშა ბაქრაძის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსების დელეგაციას, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ოპოზიცია შეხვდება.
როგორც მ აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები მათ მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას, „თუ როგორ მოჰპარა ივანიშვილმა ქართველ ხალხს “.
„მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოდის ევროპიდან, იქნებიან სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელები. რასაკვირველია მათგან მოველით ძალიან მკაცრ განცხადებას იმ გაყალბებებთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, მათ შორის არიან უკვე ცნობილი კრიტიკოსები, რომელიც არ უყვარს „ქართულ ოცნებას“, მაგალითად, მიხაილ როთი გერმანიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ბევრი სხვა, სულ 12 ადამიანი ჩამოდის. მათთან რასაკვირველია დაგეგმილია ოპოზიციის შეხვედრები. ოპოზიცია მათ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა და როგორ მოიპარეს ეს არჩევნები“,- განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ს, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები 11 ნოემბერს თბილისს ეწვევიან. მიხაილ როთთან და ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად თბილისს ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი და პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი ეწვევიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე – პაპუაშვილმა თქვა, რომ თურმე აქლემის და ნემსის ქურდი სხვადასხვაა, ეს იყო ანტიკონსტიტუციური განცხადება: „თუ მოძლიერდნენ, ავკრძალავთ“ – აუცილებელია პროდასავლურმა პარტიებმა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება მოახერხონ

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს – კომპლექსურ და არასტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერება აუცილებელია ჩვენი ქვეყნების მომავალი პროგრესისთვის