– დარჩა 100 დღე, ძალიან ცოტა დრო, მაგრამ გასაკეთებელი უზომოდ ბევრია

ვაპირებთ, დაველაპარაკოთ ადამიანებს, ავუხსნათ, როგორი წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა მომავალში, როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც იქნება გაერთიანებული და ერთიანი, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
ლაშა ბაქრაძეს აქვს მოლოდინი, რომ „ერთიანობის“ პლატფორმას დიდი ამოცანების შესასრულებლად ყველა შეუერთდება, ეს კი ხელს დიდ ცვლილებებს შეუწყობს.
„დარჩა 100 დღე, ძალიან ცოტა დრო არის, მაგრამ გასაკეთებელი არის უზომოდ ბევრი. ვაპირებთ, რომ დაველაპარაკოთ ადამიანებს, ავუხსნათ, როგორი წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა მომავალში, როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც იქნება გაერთიანებული, ერთიანი და თუ როგორი აღმშენებლობა იქნება ამ ქვეყანაში.
ამიტომაც იმედი მაქვს, რომ ყველა შემოგვიერთდება ჩვენ, ამ დიდ ერთობას იმისათვის, რომ ჩვენ შევასრულოთ დიდი ამოცანები და გარდავტეხოთ მდგომარეობა საქართველოში და დავიწყოთ დიდი ცვლილებები.
ცვლილებების დრო მოვიდა, ერთიანობის დრო მოვიდა და ერთიანობა დადგა!” – განაცხადა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო