ლაშა ბაქარაძე – აუცილებელია, სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და ქვეყანაში კეთილდღეობა თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილდეს

აუცილებელია მთლიანი სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და ქვეყანაში კეთილდღეობა თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა მ საგარეჯოში მოსახლეობასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას სურს, რომ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს.
„დავდივართ მთელს საქართველოში, ამჯერად კი საგარეჯოში ვართ. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო მზად არის ცვლილებებისათვის და ამის დიდი სურვილია ხალხში.
ხალხს სურს ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვალოს და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხის ეს სურვილი განხორციელდეს, შეიცვალოს ხელისუფლება საქართველოში და ერთხელ და სამუდამოდ ცივილიზაციის, დასავლეთის მხარეს დადგეს, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა და სამართლიანობა.
აუცილებელია მთლიანი სახელმწიფო იყოს დემოკრატიული და ქვეყანაში კეთილდღეობა თითოეულ მოქალაქეზე გადანაწილდეს“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ