ლაღიძის გუნდი ევროპის საგუნდო ჩემპიონატის გამარჯვებულია

დანიაში მიმდინარე ევროპის საგუნდო ჩემპიონატზე, ლაღიძის გუნდი (გუნდის ქორმაისტერი მაგდა მათითაიშვილი) ევროპის საგუნდო თამაშების გრან-პრის კატეგორიის ფინალში მოხვდა და გაიმარჯვა კიდეც.
კონკურსში 37 ქვეყნის 130-ზე მეტი გუნდი მონაწილეობდა.
კონკურსში მოხვედრამდე ლაღიძის გუნდმა წარმატებით გაიარა ორი ეტაპი და შემდეგ იტალიაში, რიმინის საგუნდო კონკურსზე მოპოვებული ორი ოქროს მედლის მეშვეობით პირდაპირ ჩემპიონების კატეგორიაში გადაინაცვლა.
პირველად, ლაღიძის გუნდმა 2013 წელს წარადგინა საქართველო ევროპის საგუნდო კონკურსზე, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში