ლატვიის სეიმმა მხარი დაუჭირა რუსებისა და ბელარუსების მიერ უძრავი ქონების შეძენის აკრძალვას

ლატვიის პარლამენტმა, სეიმმა, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სა და ბელარუსის მოქალაქეებს უკრძალავს ამ ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას.
სააგენტო “დელფის” თანახმად, კენჭისყრა 20 თებერვალს გაიმართა. კანონპროექტს სახელწოდებაა: “ეროვნული უსაფრთხოებისათვის მუქარის შემცველი გარიგების აკრძალვის შესახებ” და იგი მოამზადეს სამთავრობო კოალიციაში შემავალმა პარტიამ “ახალმა ერთობამ”, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.
გარდა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისა აკრძალვა გავრცელდება ამ ქვეყნის კომპანიებზე, უცხოურ კომპანიებზე, რომელთა მფლობელები რუსები და ბელარუსები არიან, ან იმ ლატვიურ კომპანიებზე, რომლებშიც რუსებსა და ბელარუსებს წილის არაუმცირეს მეოთხედი ეკუთვნით.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები