ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია – ის ევროპული მომავალი არ არის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია – ის ევროპული მომავალი არ არის, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია – ის ევროპული მომავალი არ არის”, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე.