ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვლადიმერ პუტინი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის – ის ფიქრობს, რომ ომს იგებს

რუსეთის პრეზიდენტი, სთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზად არ არის, ამიტომ -მა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ იარაღის გაგზავნა კიევში, რათა მასზე, მოლაპარაკებებში ჩართვის მიზნით, ზეწოლა მოახდინონ, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
„პუტინი ფიქრობს, რომ ომს იგებს, მაგრამ ის ომს ვერ იგებს“, – აღნიშნა ბრაჟემ.
ამასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ეთანხმება ტრამპის კრიტიკას პრეზიდენტ ს მიმართ იმის გამო, რომ უკრაინის მიერ ამერიკული ATACMS-ის რაკეტების ს ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე დარტყმისთვის გამოყენებაზე გარკვეული შეზღუდვები მოხსნა.
„ვფიქრობთ, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას აღმოფხვრას კონკრეტული სამხედრო სამიზნეები – მაგალითად, სადაც რუსული თვითმფრინავები ფრინდებიან, ჯარების განლაგება ხდება, ლოჯისტიკური კერები, საწვავის ჰაბები და ა.შ. – მოიტანს მშვიდობას. სრულად ვუჭერთ მხარს ძალის საშუალებით მშვიდობის მიღწევის კონცეფციას, რომელიც ტრამპს აქვს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რასაც პუტინი პატივს სცემს. მას სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ პატივი სცეს“, – აღნიშნა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას