ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, გახდეს NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისიანის კარინსმა სურვილი გამოთქვა გახდეს NATO-ს შემდეგ გენერალური მდივანი. მისი თქმით, სამხედრო ბლოკს სჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც მაღალი თავდაცვითი ხარჯების ერთგულია და აქვს რუსეთთან გამკლავების მკაფიო ხედვა.
“ჩვენ გვეყოლება 32 ქვეყანა. ნებისმიერ საკითხზე 32 ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა და ჩვენ გვჭირდება ისეთი პირი, რომელიც კონსენსუსის მიღწევას შეუწყობს ხელს და შეეძლება ყველა პარტნიორთან ერთად მუშაობა, რათა ყველამ შეძლოს საერთო მიმართულებით მოძრაობა”. – ამბობს კარინსი.
2014 წლიდან მოყოლებული, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას ნორვეგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, იენს სტოლტენბერგი იკავებს, თუმცა, ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის არჩევა, სავარაუდოდ, ივლისში, ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე მოხდება.
ამ დროისთვის, NATO-ს გენერალური მდივნობაზე სურვილი გამოთქვეს ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ და ს პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა.