ლატვიის საგარეო მოუწოდებს მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს გამოვლენილი დარღვევები

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს განცხადებით ეხმაურება და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოიძიონ პროცესში გამოვლენილი დარღვევები.
ლატვიის საგარეო შეშფოთებას გამოხატავს არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნებზე და აღნიშნავს, რომ შესამჩნევად გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე ჩატარდა.
“ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნების შესახებ. ის ჩატარდა შესამჩნევად გამოხატული პოლიტიკური პოლარიზაციის, პოლიტიკურ ძალასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობის ფონზე. ამავდროულად, განსაკუთრებით სიტუაციის გათვალისწინებით, მისასალმებელია ამ არჩევნებში ქართველი ხალხის ინტერესი – როგორც მაღალი აქტივობა, ასევე ქართველი ხალხის ინტერესი მიმდინარეობასა და შედეგებში.
დამკვირვებლები გამოაქვეყნეს მოსაზრება სერიოზულ დარღვევებზე როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, რაც მოიცავს ოპოზიციის დაშინებას, საარჩევნო პროცესში ჩარევას, ფართომასშტაბიანი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ამომრჩეველზე წნეხსა და მათ დაშინებას, ასევე ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის მასობრივ დაუცველობასა და სხვა სახის დარღვევებს.
ლატვია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა გამოძიებული იყოს გამოვლენილი დარღვევები და [მოუწოდებს] უზრუნველყოს ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების საარჩევნო პროცესებში ნდობა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვა. საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას, გამოხატონ საკუთარი შეხედულება არჩევნებში, დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად. საარჩევნო შედეგებს შეფასება საქართველოს მოსახლეობამ უნდა მისცეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
***

ასევე დაგაინტერესებთ