ლატვიის პრეზიდენტმა ედგარ რინკევიჩმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ მან რიგაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს ჰაუბიცებს, საბრძოლო მასალებს და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს. ასევე, ბრიფინგზე ორი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაც გამოცხადდა.
“დღეს მე ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს დახმარების შემდეგი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რაკეტებს, ყუმბარებს, ვერტმფრენებს, დრონებს, საკომუნიკაციო მოწყობილობებს, გენერატორებს და აღჭურვილობას… სეიმმა მხარი დაუჭირა 500 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას რეკონსტრუქციის პროგრამისთვის სამი წლის განმავლობაში. სწორედ ეს პროგრამა იქნება კონცენტრირებული ჩერნიგოვის რეგიონზე”, – აღნიშნა რინკევიჩმა.
ლატვიის პრეზიდენტის განცხადებითვე, მისი ქვეყანა განიხილავს, როგორ დაეხმაროს ევროკავშირის ვალდებულებას, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების მიწოდებაზე, მათ შორის მათ შეძენაზე.