ლატვიის პრეზიდენტი – საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების კანონი“ შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური აგენტების კანონი” შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური აგენტების კანონი” შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
ლატვიის, ს, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის.
ამავდროულად, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას”, – წერს რინკევიჩსი.

ასევე დაგაინტერესებთ