ლატვიის პრეზიდენტი – რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა რიგაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩის განცხადებით, რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ნატო-ს შესაძლებლობებში, რომ ალიანსი წევრ სახელმწიფოებს დაიცავს და ნებისმიერ საფრთხეს შეაკავებს.
„საქმე მხოლოდ პოლიტიკურ სლოგანებს არ ეხება, არამედ რეალურ შესაძლებლობებს, რომელიც შეიარაღებულ ძალებს, საზღვაო ფლოტსა და საჰაერო ძალებს ესაჭიროებათ, როგორც ახალი, ასევე ტრადიციული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობს ნატო-სა და ევროპის გამოცდას“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ეს ლატვიაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პირველი კონფერენციაა. შეხვედრას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე უძღვება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ