ლატვიის პრეზიდენტი – რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა რიგაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლატვიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ნატო-ს შესაძლებლობებში, რომ ალიანსი წევრ სახელმწიფოებს დაიცავს და ნებისმიერ საფრთხეს შეაკავებს.
„საქმე მხოლოდ პოლიტიკურ სლოგანებს არ ეხება, არამედ რეალურ შესაძლებლობებს, რომელიც შეიარაღებულ ძალებს, საზღვაო ფლოტსა და საჰაერო ძალებს ესაჭიროებათ, როგორც ახალი, ასევე ტრადიციული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობს ნატო-სა და ევროპის გამოცდას“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ეს ლატვიაში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის პირველი კონფერენციაა. შეხვედრას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი ჯუზეპე კავო დრაგონე უძღვება.