ლატვიის პრეზიდენტი: რუსეთი უნდა დამარცხდეს, Russia delenda est!

რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ სრულად უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს უკრაინის წინააღმდეგ ომში და რომ კიევს კვლავაც უნდა აღმოეჩინოს დახმარება.
„ჩვენ შეგვიძლია წითელი ხაზები გავუვლოთ რუსეთს და არ გვეშინოდეს მათი გავლებისა. მ უნდა გაიმარჯვოს, უნდა დამარცხდეს. Russia delenda est! (პერიფრაზი ლათინური გამოთქმისა Carthago delenda est – კართაგენი უნდა დაინგრეს. – რედ.)“, – დაწერა რინკევიჩსმა.
ფრაზა Carthago delenda est ეკუთვნის ძველ რომაელ პოლიტიკოსს, მხედართმთავარ მარკუს პორციუს კატონს, რომელიც კატონ უფროსის სახელით არის ცნობილი. რომსა და კართაგენს შორის ომების დროს კატონი თავის გამოსვლებს ამ გამოთქმით ასრულებდა ხოლმე.
დროთა განმავლობაში ლათინურმა ფრთოსანმა გამოთქმამ შეიძინა მტრის ან წინაღობის დაძლევის დაბეჯითებით მოთხოვნის მნიშვნელობა. ის არ ნიშნავს რამის პირდაპირი მნიშვნელობით დანგრევას.
მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია ლატვიის პრეზიდენტის განცხადებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში – დღეს არის ერთიანობის, ართანამშრომლობის, არაღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა

მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე – მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

თეა წულუკიანი – დამრჩენია განცდა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაცმოძრაობა“ და ჩემს მაგივრად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი ზურა ადეიშვილი, შესაძლოა, უფრო მალე მიეცათ უვიზო რეჟიმი და არ ეკითხათ, ციხეში, რა ხდება